06 ოქტომბერი 2024,   04:40
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ესპანეთში - ცირკის კუთვნილი სატვირთო მანქანა გზიდან გადავარდა

ესპანეთში, ცირკის კუთვნილი სატვირთო მანქანა ავარიაში მოჰყვა. ავტომობილი, რომელსაც 5 სპილო გადაჰყავდა გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

ინციდენტის დროს ერთი სპილო მოკვდა, ორმა კი დაზიანებები მიიღო.

შემთხვევა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალზე მოხდა და რამდენიმე საათით მოძრაობის პარალიზება გამოიწვია.

ადგილზე სამაშველო სამსახურები იყო მობილიზებული. მათ დაშავებული ცხოველების სპეციალურ მანქანებზე დასატვირთად ამწეც გამოიყენეს. სპილოები ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან

დღის ამბები