06 ოქტომბერი 2024,   04:38
ვრცლად
"კვერცხების გაგორების" ტრადიციული ღონისძიება შეერთებულ შტატებში - ტრამპებმა თეთრ სახლში ბავშვებს უმასპინძლეს

დონალდ და მელანია ტრამპებმა "კვერცხების გაგორების" ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მეუღლესთან ერთად, ბავშვებსა და მათ მშობლებს ტრადიციულად თეთრ სახლში უმასპინძლეს.

ღონისძიებას პრეზიდენტის შვილებიც ესწრებოდნენ. რიგით 140-ე სააღდგომო ღონისძიება ამჯერადაც თეთრი სახლის სამხრეთ მდელოზე გაიმართა.

სააღდგომო "კვერცხების გაგორების" ტრადიცია თეთრ სახლში ყოველწლიურად ტარდება.

დღის ამბები