06 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
პუტინი ერდოღანსა და როუჰანის ანკარაში შეხვდება

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვლადიმერ პუტინი პირველი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩადის.

რუსეთის ლიდერი ანკარაში თავის თურქ კოლეგას შეხვდება. მოლაპარაკებების მთავარი თემები სირიის კრიზისი და თურქეთისთვის რუსული "ეს 400 ტიპის" სარაკეტო სისტემების მიწოდება იქნება.

ლიდერები ასევე დაესწრებიან ახალი ატომურ ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებასაც. ხვალ კი ვლადიმერ პუტინსა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ირანის პრეზიდენტი შეუერთდება. 

რუსეთის, თურქეთისა და ირანის სამიტი მთლიანად სირიის კონფლიქტს დაეთმობა.

დღის ამბები