06 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
დონბასში სამშვიდობო მისიის განლაგებაზე ნორმანდიული ფორმატის მონაწილეები პუტინის გარეშე იმსჯელებენ

უკრაინის კრიზისისა და დონბასში სამშვიდობო მისიის განლაგებაზე ნორმანდიული ფორმატის მონაწილეები რუსეთის გარეშე იმსჯელებენ. ლიდერების სამიტი გერმანიის ქალაქ ახენში მაისში უნდა გაიმართოს.

"კომერსანტის" ინფორმაციით, შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, დეტალებს კი მხარეები ბერლინში პეტრო პოროშენკოს ვიზიტის დროს შეათანხმებენ.

პოროშენკოს ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით "კომერსანტი" წერს, რომ რუსეთის მიწვევა ნორმანდიულ შეხვედრაზე არ განიხილება.

გაეროს სამშვიდობო კონტინგენტის საკითხზე გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერები ვლადიმერ პუტინის გარეშე იმსჯელებენ.

გამოცემის ცნობით, მოსკოვში ამ შეხვედრას უმნიშვნელოდ მიიჩნევენ, რადგან აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტის განლაგების საკითხი საბოლოო ჯამში გაეროს უშიშროების საბჭოში უნდა გადაწყდეს.       

დღის ამბები