06 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
სერბეთი რუსი დიპლომატების გაძევებას არ აპირებს

სერბეთი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის პროტესტს არ უერთდება და ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევებას არ აპირებს. ამის შესახებ სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეინტერვიუში განაცხადა.

ივიცა დაჩიჩის თქმით, ბრიტანეთი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და სერბეთმაც მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვაზე უნდა იზრუნოს.

მისივე განცხადებით, ოფიციალურ ბელგრადს მოსკოვთან კარგი ურთიერთობა სურს და რუს დიპლომატებს პერსონა ნონგრატად არ გამოაცხადებს.

სოლსბერის თავდასხმის გამო რუსი დიპლომატები 29 ქვეყანამ გააძევა.

დღის ამბები