06 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
მასშტაბური გაფიცვა საფრანგეთში - რკინიგზამ მუშაობა შეაჩერა

საფრანგეთის რკინიგზამ მუშაობა შეაჩერა. მიზეზი მასშტაბური გაფიცვაა, რომელიც პროფკავშირებმა წინასწარ დაანონსეს. საპროტესტო აქცია სამ თვეს გაგრძელდება, ამ პერიოდის განმავლობაში საფრანგეთის რკინიგზა კვირაში ორი დღით მუშაობას შეწყვეტს, მათ შორის იგულისხმება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მიმოსვლა.

ამ მეთოდით პროფკავშირი რკინიგზის სფეროში დაგეგმილ რეფორმას აპროტესტებს. რეფორმა ინვესტორებს რკინგზის სახელმწიფო კომპანიის პრივატიზაციის საშუალებას აძლევს და თანამშრომლებისთვის შეღავათებისა და განსაკუთრებული სამუშაო სტატუსის გაუქმებას ითვალისწინებს.

ეს სტატუსი 140 ათას თანამშრომელს მუდმივი დასაქმების გარანტიასა და პენსიაზე ნაადრევად გასვლის გარანტიას აძლევს.

გაფიცვის მიუხედავად, მთავრობა უკან დახევას არ აპირებს. მაკრონის გუნდს საფრანგეთის ყველა მემარჯვენე პარტიამ მხარდაჭერა გამოუცხადა.

დღის ამბები