06 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვლადიმერ პუტინი პირველი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვლადიმერ პუტინი პირველი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა.

აეროპორტიდან რუსეთის ლიდერის ავტოკოლონა პრეზიდენტის სასახლემდე კავალერიამ მიაცილა. სასახლეში კი რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მას საზეიმო დახვედრა მოუწყო, რის შემდეგაც პრეზიდენტთა შეხვედრის ოფიციალური ნაწილი დაიწყო.

მოლაპარაკებების დღის წესრიგში დგას სირიის კრიზისი და თურქეთისთვის რუსული S400 ტიპის სარაკეტო სისტემების მიწოდება.

ლიდერები, ასევე, დაესწრებიან ახალი ატომურ ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიასაც. ხვალ კი ვლადიმერ პუტინსა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ირანის პრეზიდენტი შეუერთდება.

რუსეთის, თურქეთისა და ირანის სამიტი მთლიანად სირიის კონფლიქტს დაეთმობა.

დღის ამბები