06 ოქტომბერი 2024,   04:35
ვრცლად
გერმანიის პროკურატურა პუჩდემონის ექსტრადირებას მოითხოვს

გერმანიის გენერალური პროკურატურა კატალონიის ყოფილი ლიდერის ექსტრადირებას მოითხოვს. შესაბამისი მიმართვა უწყებამ სასამართლოს უკვე გაუგზავნა.

გენპროკურატურა, კატალონიის ყოფილი ლიდერის მიმართ წაყენებული ბრალდებების გამო, ესპანური მხარის მოთხოვნას გამართლებულად მიიჩნევს.

საბოლოო გადაწყვეტილებას შლეზვიგის რეგიონის უზენაესი სასამართლო მიიღებს. კარლეს პუჩდემონს ესპანეთის ხელისუფლება ამბოხების მოწყობაში, სეპარატიზმსა და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს, რაც 30 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კარლეს პუჩდემონი ბოლო 5 თვე ბელგიაში ცხოვრობდა. ის გერმსნიის საზღვარზე ორი კვირის წინ ესპანეთის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს. ამჟამად კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი და ქალაქ ნოი-მიუნსტერის ციხეში იმყოფება.

დღის ამბები