06 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
სროლა კომპანია "YouTube"-ის სათაო ოფისში - დაშავებულებიდან 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

კალიფორნიის შტატში, ქალაქ სანბრუნოში სროლის ხმა ისმოდა. კომპანია "YouTube"-ის სათაო ოფისში შეიარაღებული ქალი შეიჭრა და შენობაში მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად დაშავდა ოფისის 3 თანამშრომელი. 2 მათგანის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის ქვედანაყოფებმა სპეცოპერაციის დროს კომპანიის კუთვნილ შენობაში თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, ქალმა თავი მოიკლა. ამ დრომდე არ ვცელდება ინფორმაცია თავდამსხმელის ვინაობისა და შესაძლო მოტივის შესახებ. "როიტერის" ინფორმაციით, სამართალდამცველები მომხდარს ტერორიზმს არ უკავშირებენ. 

დღის ამბები