06 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
სროლა "YouTube"-ის ოფისში - თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

ქალის ვინაობა, რომელმაც კალიფორნიის შტატ ქალაქ სან-ბრუნო-ში კომპანია "YouTube"-ის სათაო ოფისზე თავდასხმა განახორციელა, ცნობილია.

ადგილობრივი მედია, სამართალდამცავ ორგანიებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ის ადგილობრივი მკვიდრი 39 წლის, ნასიმ აგდამია. გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობია თავდასხმის ზუსტი მოტივი. აგდამის ცხედარი სპეცოპერაციის დროს პოლიციამ შენობაში აღმოაჩინა. 

წინასწარი ინფორმაციით, ქალმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც ოფისის 3 თანამშრომელი ცეცლხსასროლი იარაღიდან დაჭრა. დაშავებულები ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებიან - აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

დღის ამბები