06 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
რუსეთს კასპიის ფლოტის ძირითადი ძალები კასპიისკში გადაჰყავს

დაღესტნის ქალაქი კასპიისკი შესაძლოა, კავკასიასა და შუა აზიაში რუსეთის მთავარი სამხედრო საზღვაო ძალების ცენტრად იქცეს. რუსეთის თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, კასპიის ფლოტილია დისლოკაციის ადგილს იცვლის და ასტრახანის მთავარი ბაზიდან კასპიისკში გადადის, რომელიც ბათუმიდან 500 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. სერგეი შოიგუს მტკიცებით, ძალების მსგავსი გადანაწილება რეგიონულ უსაფრთხოებას გაამყარებს.

კასპიისკში უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მშენებლობა. 2019 წლისთვის იგეგმება ფლოტის პირადი შემადგენლობის გაზრდაც. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ბაზაზე ახალი რუსული შეიარაღების, სანაპირო დაცვის "ბასტიონი"-სა და "ეს -400" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებიც შეიტანონ.

დღის ამბები