06 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ნატო შეშფოთებულია რომ უფრო მეტად აგრესიულ რუსეთს ხედავს - სტოლტენბერგი

სოლსბერის ქიმიური თავდასხმის შემდეგ ნატო რუსეთის იზოლირებას არ ისახავს მიზნად, თუმცა მკაცრი ზომები უნდა მიეღო, რომ საკუთარი უკმაყოფილება ეჩვენებინა. განცხადება ამის შესახებ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ოტავაში ვიზიტის დროს გააკეთა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო შეშფოთებულია, რომ ხედავს უფრო მეტად აგრესიულ რუსეთს, რომლის ქმედებებიც საერთაშორისო წესრიგს უთხრის ძირს.

ნატოს გენერალური მდივნის თქმითვე, სწორედ ეს არის ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების საერთო პასუხის ერთ-ერთი მიზეზიც.

სოლსბერის თავდასხმის შემდეგ ალიანსმა რუსეთის მისიის 7 დიპლომატი გააძევა და დელეგაციის მაქსიმალური შემადგენლობა 20 კაცამდე შეამცირა.

დღის ამბები