06 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
აშშ-მ რუსი ოლიგარქების დაკითხვა დაიწყო

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმეზე სპეცპროკურორმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და რუსი ოლიგარქების დაკითხვა დაიწყო. CNN-ის ცნობით ერთი ოლიგარქი ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე დასაკითხად აეროპორტიდან წაიყვანეს და ელექტრონული მოწყობილობებიც შეუმოწმეს. რობერტ მალერი ასევე აპირებს მესამე ოლიგარქის გამოკითხვასაც და შესაბამისი წერილობითი მოთხოვნაც უკვე მომზადებული აქვს. გამოძიება ცდილობს დაადგინოს ირიცხებოდა თუ არა რუს ბიზნესმენთა ფული უკანონოდ ან კანონიერად დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიისთვის. ცნობილია, რომ ვაშინგტონი კვირის ბოლომდე 6 რუს ოლიგარქს არჩევნებში ჩარევის გამო სანქციებს დაუწესებს. 

დღის ამბები