06 ოქტომბერი 2024,   04:34
ვრცლად
სკრიპალების საქმე - ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში რუსეთს ერთობლივ გამოძიებაში მონაწილეობაზე უარი უთხრეს

დიდ ბრიტანეთს ეჭვი არ ეპარება, რომ სოლსბერის ქიმიური თავდასხმის უკან რუსეთი დგას,- ეს განცხადება ქვეყნის უშიშროების მინისტრმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში გამართული კენჭისყრის შემდეგ გააკეთა.

ორგანიზაციამ რუსეთს ერთობლივ გამოძიებაში მონაწილეობაზე უარი უთხრა.

ბრიტანეთის უშიშროების მინისტრის განცხადებით, სამეცნიერო ანალიზით დადასტურდა, რომ ნეიროტოქსინი, რომლითაც სკრიპალები მოწამლეს, ნამდვილად ნოვიჩოკის ოჯახს მიეკუთვნება.

ბრიტანეთის სპეცსამსახურმა საიდუმლო ლაბორატორიის ადგილმდებარეობაც დაადგინა, სადაც სოლსბერიში გამოყენებული ნეიროტოქსინი დამზადდა. ბრიტანული მედიის ცნობით ეს ლაბორატორია მოსკოვის გარეუბანშია.

დღის ამბები