06 ოქტომბერი 2024,   04:37
ვრცლად
რუსეთი დიდ ბრიტანეთს და აშშ-ს ემუქრება

რუსეთი დიდ ბრიტანეთს და აშშ-ს ემუქრება. გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, სადაც სოლსბერიში მომხდარ ქიმიურ თავდასხმას მოსკოვის მოთხოვნით განიხილავდნენ, რუსეთის წარმომადგენელმა ლონდონი და ვაშინგტონი სკრიპალის საქმის ფაბრიკაციაში დაადანაშაულა.

ვასილ ნებეზ-ნიამ განაცხადა, რომ ამას მალე ინანებდნენ. მან გამოძიებაში რუსული მხარის ჩართვა მოითხოვა.

ბრიტანულმა მხარემ კი რუსეთის ქმედებებს კიდევ ერთხელ უწოდა უპასუხისმგებლო. რუსეთის წარმომადგენლის გამოსვლა გააკრიტიკა შეერთებული შტატების ელჩმაც.

დღის ამბები