06 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
გერმანულმა სასამართლომ კარლეს პუჩდემონი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

გერმანულმა სასამართლომ კარლეს პუჩდემონი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ფედერალური მიწის უმაღლესი სასამართლოს დადგენილებით, საბოლოო გადაწყვეტილებას მისი ესპანეთში ექსტრადირების შესახებ, კატალონიის ყოფილი ლიდერი ციხის გარეთ დაელოდება.

გერმანელმა მოსამართლეებმა, ოფიციალური მადრიდისთვის პუჩდემონის გადაცემაზე უარი უკვე თქვეს ამბოხისკენ მოწოდების ბრალდებასთან დაკავშირებით, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მისი ექსტრადირება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის გამო მაინც მოხდეს.

სასამართლო პოლიტიკოსის გათავისუფლებას 75 ათასი ევროს სანაცვლოდ დათანხმდა.

დღის ამბები