06 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
სროლა თურქეთში - გარდაცვლილია ოთხი ადამიანი

სროლა თურქეთში - ქალაქ ესქიშეჰირში ადგილობრივი უნივერსიტეტის შენობაში სასწავლებლის ერთ-ერთმა პედაგოგმა კოლეგებს ცეცხლი გაუხსნა. გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, სამი კი დაშავდა.

თავად თავდამსხმელი უნივერსიტეტის უშიშროების სამსახურმა ადგილზე დააკავა და პოლიციას გადასცა.

ამ დრომდე უცნობია მომხდარის ზუსტი მოტივი. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც შეიტყო, რომ მას ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის წევრობაში სდებენ ბრალს.

დღის ამბები