06 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
ჟურნალისტის მკვლელობა - სლოვაკეთში ხელისუფლების მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვენ

სლოვაკეთში ჟურნალისტის მკვლელობის გამო ხელისუფლების მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვენ. ბრატისლავაში მორიგი მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.

მიტინგის მონაწილეები პოლიციის უფროსის გადაყენების გარდა შინაგან საქმეთა მინისტრისთვის შემცვლელის დასახლების უფლების ჩამორთმევასაც მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ამ საკანონმდებლო ცვლილებით იან კუჩიაკის მკვლელობის მიუკერძოებელი გამოძიება გარანტირებული იქნება.

27 წლის ჟურნალისტი, რომელიც ხელისუფლებაში არსებულ კორუფციას იძიებდა, საცოლესთან ერთად თებერვალში მოკლეს. მკვლელობის მოტივად მისი პროფესიული საქმიანობა დასახელდა.

დღის ამბები