06 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
ჰავაიზე ვულკანი კილა-უეა კვლავ გააქტიურდა

ჰავაიზე ვულკანი კილა-უეა კვლავ გააქტიურდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიურმა სამსახურმა ჰაერიდან გადაღებული ვიდეომასალა გაავრცელა.

კადრებში მკაფიოდ ჩანს ლავით სავსე კრატერი, რომელიც ქანებში დაგროვილი გაზის გამო პერიოდულად იფრქვევა.

კილა-უეა ჰავაიზე მდებარე დანარჩენ ვულკანებს შორის ყველაზე აქტიურია. ის 600 ათასი წლისაა, თუმცა ამოფრქვევის აღრიცხვა დოკუმენტურად 1823 წლიდან დაიწყეს.

დღის ამბები