06 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა 200-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი დააკავა

თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა ღია ზღვაში არალეგალი მიგრანტები დააკავა.

200-ზე მეტი არალეგალი რეზინის ნავებით გადაადგილდებოდა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.

ოპერაცია საბერძნეთის საზღვართან ჩატარდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, არალეგალები რეზინის ნავებით სწორედ საბერძნეთის კუნძულზე ცდილობდნენ მოხვედრას, სადაც მიგრანტების ბანაკებია განლაგებული.

გავრცელებული ინფორმაციით, არალეგალები სირიისა და ლიბიის მოქალაქეები არიან. ისინი თურქეთში მდებარე მიგრანტების ბანაკში გადაიყვანეს.

დღის ამბები