06 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
26 პირი და 15 კომპანია - აშშ-მ რუსეთთან მიმართებაში სასანქციო სია გააფართოვა

აშშ-მ რუსეთთან მიმართებაში სასანქციო სია გააფართოვა.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სასანქციო სიაში 26 პირი და 15 კომპანია მოხვდა. 

სასანქციო სიაში მოხვედრილ პირებს შორის არიან ცნობილი რუსი ბიზნესმენები - ოლეგ დერიპასკა, სულეიმან კერიმოვი, იგორ როტენბერგი, ვიქტორ ვექსელბერგი. ასევე სასანქციო სიაში მოხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი და გაზპრომის  ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი. აგრეთვე კრემლის დსთ-ს, აფხაზეთსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის საკითხებში დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ოლეგ გოვურონი, პრეზიდენტის თანაშემწე ევგენი შკოლოვი.

დღის ამბები