06 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
ანტირუსული სანქციების გაფართოების მიუხედავად, ტრამპი პუტინთან შეხვედრას მაინც გეგმავს

ანტირუსული სანქციების გაფართოების მიუხედავად, დონალდ ტრამპი ვალდიმერ პუტინთან შეხვედრას მაინც გეგმავს.

განცხადება თეთრი სახლის სპიკერმა ბრიფინგზე გააკეთა.

სარა სანდერსის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტს სურს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, თუმცა, ეს მოსკოვის ქმედებებზეა დამოკიდებული.

სანდერსის თქმით, თუ მოსკოვი პოლიტიკას არ შეცვლის, დონალდ ტრამპი სიმკაცრეს ბოლომდე შეინარჩუნებს და გუშინ ამოქმედებული სანქციები ამის კარგი მაგალითია.

ვაშნგტონმა დამატებით სანქციები გუშინ აამოქმედა. ახალი შეზღუდვები პუტინთან დაახლოვებულ 7 ოლიგარქს, 15 კომპანიას და ხელისუფლების 17 წარმომადგენელს შეეხო.

ფორბსის მონაცემებით, ახალი სანქციების ამოქმედებისთანავე სიაში მოხვედრილმა რუსმა ოლიგარქებმა 1 მილიარდ 200 მილიონი დოლარი იზარალეს.

მოსკოვი ბიზნესმენებს ზარალის შესამცირებლად მხარდაჭერას ჰპირდება, ვაშინგტონს კი უმკაცრესი პასუხით ემუქრება. 

დღის ამბები