06 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
გაერო გმობს ისრაელ-ღაზის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს

გაერო გმობს ისრაელ-ღაზის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებსა და ისრაელის არმიის მიერ პალესტინელი დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნას.

განცხადებები ამის შესახებ ორგანიზაციაში ქუვეითისა და პალესტინის ელჩებმა გააკეთეს.

ბოლო მონაცემებით, სამხედროებსა და მომიტინეებს შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ორი არასრულწლოვანი, ერთი კი ჟურნალისტია. დაშავებულთა რაოდენობა ათასს აჭარბებს.

ისრაელის არმიის სამხედროებმა პალასტინელ დემონსტრანტებს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც მათ საბურავები დაწვეს და საზღვრის ბარიერის გარღვევა სცადეს.

დღის ამბები