06 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარს გაძლიერებული სამხედრო დანაყოფი დაიცავს

შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარს გაძლიერებული სამხედრო დანაყოფი დაიცავს.

სასაზღვრო ზონაში 250-კაციანი ქვედანაყოფი, სამხედრო ტექნიკა და ავიაცია ტეხასში უკვე გაიგზავნა. ეროვნული გვარდია მესაზღვრეებს საზღვის გაკონტროლებაში დაეხამრება. მთლიანობაში კი მექსიკის საზღვარზე ეროვნული გვარდიის 4 ათასკაციანი კონტინგენტის გაგზავნა იგეგმება.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ საზღვარზე კონტროლის გაძლიერება დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირების ნაწილია, რომელიც არალეგალების ნაკადისა და კონტრაბანდის შემცირების მიზნით მექსიკის საზღვარზე კედელის მშენებლობასაც მოიცავს.

არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის ფაგლებში დონალდ ტრამპა კიდევ ერთი განკარგულება გასცა. პრეზიდენტის ბრძანებით, ამიერიდან დაკავებული არალეგალები დეპორტაციის შესახებ სასამართლოს გადაწეყვეტილებას ციხეში დაელოდებიან.


დღის ამბები