06 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
კანადაში ჰოკეის ახალგაზრდული ნაკრები ავარიაში მოჰყვა - დაღუპულია 14 სპორტსმენი

კანადაში ჰოკეის ახალგაზრდული ნაკრები ავარიაში მოჰყვა. სამგზავრო ავტობუსი, რომელშიც "ჰამბოლდტ ბრონკოსის" სპორტსმენები იმყოფებოდნენ, სასკაჩევანის რეგიონში სატვირთოს შეეჯახა.

ავტობუსში სულ 28 ადამიანი იმყოფებოდა. ტრაგედიის შედეგად 14 მათგანი დაიღუპა, დანარჩენი 14 კი საავადმყოფოებში ვერტმფრენებით გადაიყვანეს. სამი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ჰოკეის ახალგაზრდულ ნაკრებში 16-დან 21 წლამდე სპორტსმენები ირიცხებოდნენ. ავარიის დროს ისინი მატჩზე მიემგზავრებოდნენ.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ტრაგედიას სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა კანადის პრემიერმინისტრი და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

დღის ამბები