06 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
ტრამპი ჩვენების მისაცემად ემზადება - აშშ-ის პრეზიდენტმა შესაძლოა, სპეცპროკურორის კითხვებს უპასუხოს

დონალდ ტრამპი მისი გარემოცვის რუსეთთან კავშირების შესახებ ჩვენების მისაცემად ემზადება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შესაძლოა, სპეცპროკურორის კითხვებს უპასუხოს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას იძიებს.

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა პირველი კონსულტაცია იურისტებთან უკვე გაიარა. შეხვედრა თეთრ სახლში არაფორმალურ ვითარებაში შედგა. არხის ცნობით, განიხილებოდა მთელი რიგი საკითხები, რომელსაც შესაძლოა, რობერტ მალერი გამოკითხვის დროს შეეხოს.

პრეზიდენტის ადვოკატები ტაი კობი და ჯეი სეკულოვი არიან, თუმცა, ამ შეხვედრის შესახებ ისინი კომენტარს არ აკეთებენ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სპეცპროკურორთან შეხვედრისთვის მზადყოფნა რამდენიმე კვირის წინ გამოთქვა, თუმცა, ოფიციალური თანხმობა ჯერ არ მიუცია. გამოკითხვის ფორმატიც მხოლოდ ოფიციალური დასტურის შემდეგ განისაზღვრება.

დღის ამბები