06 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
მორიგი ქიმიური შეტევა სირიაში - ზარინის გაზის შემცველი ჭურვები ქალაქ დოუმაში ჩამოყარეს

მორიგი ქიმიური შეტევა სირიაში - ზარინის გაზის შემცველი ჭურვები ქალაქ დოუმაში ჩამოყარეს, რომელიც აღმოსავლეთ გუთაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ბოლო რაიონია.

დამკვირვებლებისა და ექიმების ცნობით, იერიშის შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება. დაშავებულთა რიცხვი ათასს აჭარბებს.

მომხდარი უკვე დაგმო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა. საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ გავრცელებული ცნობის დადასტურების შემთვევაში, ქიმიურ შეტევაზე პასუხისმგებლობა სირიის ასადის რეჟიმთან ერთად მის მხარდამჭერ რუსეთსაც უნდა დაეკისროს.

დღის ამბები