06 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
ხანძარი Trump Tower​-ში - ცეცხლი მანჰეტენზე მდებარე ცათამბჯენის 50-ე სართულს მოედო

მსხვერპლი მოჰყვა ნიუ იორკში, Trump Tower​-ში ხანძარს. ცეცხლი მანჰეტენზე მდებარე ცათამბჯენის 50-ე სართულს მოედო. ხანძრის შედეგად 67 წლის მამაკაცი დაიღუპა, 4 მაშველი კი დაშავდა. გარდაცვლილი Trump Tower​-ის მცხოვრები იყო. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა. ადგილზე სამაშველო სამსახურის 200-მდე თანამშრომელი იყო მობილიზებული, სამართალდამცველებმა მიმდებარე ქუჩებიც გადაკეტეს.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თეთრ სახლში გადასვლამდე, პრეზიდენტი ტრამპი, ოჯახთან ერთად, სწორედ ამ შენობაში ცხოვრობდა.

დღის ამბები