06 ოქტომბერი 2024,   04:39
ვრცლად
ოფიციალური ვაშინგტონი და ფხენიანი დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობენ

ოფიციალური ვაშინგტონი და ფხენიანი დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობენ. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ორი ქვეყნის სპეცსამსახურები დიდი ხანია საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ჩრდილო კორეელ კოლეგასთან ეს საკითხი რამდენჯერმე განიხილა,  CNN-ის მტკიცებით, უწყების წარმომადგენლებს შორის მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე შეხვედრაც შედგა.

მოლაპარაკების მთავარი თემა ლიდერების ისტორიული შეხვედრისთვის ადგილის შერჩევაა. ერთ-ერთ ვარიანტად მედია მონღოლეთის დედაქალაქს ასახელებს.

დღის ამბები