06 ოქტომბერი 2024,   04:35
ვრცლად
ბერლინის პოლიციამ მორიგი ტერაქტი აღკვეთა - დაკავებულია 6 პირი

ბერლინის პოლიციამ მორიგი ტერაქტი აღკვეთა. სამართალდამცველებმა 6 პირი დააკავეს, რომლებიც გერმანიის დედაქალაქში ტრადიციული მარათონის მონაწილეებსა და მაყურებლებზე დანებით თავდასხმას გეგმავდნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მთავარი ეჭვმიტანილი, 2016 წელს, ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორის, ანის ამრის გარემოცვის წევრი იყო და შურისძიებას გეგმავდა.

ერთ-ერთი დაკავებულის სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი ნივთიერების კვალიც აღმოაჩინეს. ბერლინში გამართულ მარათონში წელს 32 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

დღის ამბები