06 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
70-ზე მეტი გარდაცვლილი - სირიაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის გამო გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს

სირიაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის გამო გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

ვაშინგტონის შემდეგ სირიის ქალაქ დუმაში შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენება ევროკავშირმაც დაგმო და საერთაშორისო საზოგადოებას დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდა. 

ქიმიური თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, მორიგ ტყუილს უწოდებენ მოსკოვში.

სირიაში მომუშავე ექიმების ინფორმაციით კი ქალაქ დუმაში სამთავრობო ძალებმა მომწამვლელი ნივთიერება ზარინი გამოიყენეს - დაღუპულია 70-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

დღის ამბები