06 ოქტომბერი 2024,   04:35
ვრცლად
რუსეთმა ჩრდილო ოსეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

ჩრდილოეთ ოსეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. სამხედრო სწავლება 2000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურისა და 300-მდე ერთეული საბრძოლო ტექნიკის მონაწილეობით მიმდინარეობს.

წვრთნებში ჩართულია ასევე ავიაციისა და არტილერიის ქვედანაყოფები.

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, სწავლების დროს ავიაციისა და არტილერიის დახმარებით მოტომსროლელთა ბრიგადებმა მთიან რეგიონში პირობითი მოწინააღმდეგის პოზიციების განადგურებაზე ივარჯიშეს.

დღის ამბები