06 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
ქიმიური იარაღის გამოყენება სირიაში - მოსკოვი გავრცელებულ ინფორმაციას, მორიგ ტყუილს უწოდებს

ოფიციალური მოსკოვი სირიაში ქიმიური იარაღს გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, მორიგ ტყუილს უწოდებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ გუთაში მდებარე ქალაქ დუმაში თავდასხმა მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენებით საერთოდ არ მომხდარა, ხოლო ბრალდებები სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ სიმართლეს არ შეესაბამება.

სირიაში მომუშავე ექიმებისა და დამკვირვებლების ინფორმაციით, გუშინ განხორციელებული თავდასხმის დროს სამთავრობო ძალებმა მომწამვლელი ნივთიერება ზარინი გამოიყენეს, რასაც 70-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები ემსხვერპლა.

დღის ამბები