06 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
სკრიპალების საქმე - რუსეთი მტკიცებულებების განადგურებაზე საუბრობს

სერგეი და იულია სკრიპალების შეერთებულ შტატებში გადაყვანის შესახებ ბრიტანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რუსეთი ეხმაურება.

დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ყოფილი რუსი აგენტისა და მისი ქალიშვილის ჯერ საზოგადოებისგან იზოლირება, შემდეგ კი მტკიცებულებები განადგურება მოხდა.

რუსული მხარე ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს მათთან შეხვედრას.

შეცვლილი სახელი და გვარით სკრიპალების შეერთებულ შტატებში შესაძლო გადაყვანის შესახებ ინფორმაცია ”The New York Times”-მა გუშინ გაავრცელა.

დღის ამბები