22 დეკემბერი 2024,   15:39
ვრცლად
„ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში აჩეხეს ჩვენი ქალები და ბავშვები" - პრეზიდენტმა 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო 

საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულთა ღვაწლზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ცხრა აპრილის გმირთა და ეროვნული მოძრაობის წევრთა ბრძოლის წვლილია იმ ქვეყნების კეთილდღეობაშიც, რომლებმაც მშვიდად დაასრულეს ცივი ომი და დღეს უკეთ ცხოვრობენ.

„ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში აჩეხეს ჩვენი ქალები და ბავშვები. საუბარია იმის თაობაზე , რომ ცივი ომი დამთავრდა, დამთავრდა მშვიდად. მე მინდა ყველას გავახსენო , რომ აქ საქართველოში, როდესაც მიმდინარეობდა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და ბრძოლა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მათ შორის ამ ქალებისა და ბავშვების და მაშინდელი  ეროვნული მოძრაობის საშუალებით ეს ომი აქ არ იყო ცივი, ამ ომს მაშინ ეწირებოდნენ ჩვენი მოქალაქეები და მადლობა მათ, მათ ღვაწლს იმისთვის, რომ ჩვენ თავისუფლები ვართ და  მგონი იმ ქვეყნებმაც, რომლებმაც მშვიდად დაასრულეს ცივი ომი და დღეს უკეთესი ცხოვრებით ცხოვრობენ მათ კეთილდღეობაშიც ამ ადამიანების ღვაწლი, ეროვნული მოძრაობის და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლის, დიდი წვლილი არის" - განაცხადა მარგველაშვილმა.

დღის ამბები