22 დეკემბერი 2024,   15:46
ვრცლად
ფოფხაძე კვირიკაშვილის შეხვედრა - პრემიერმა დეპუტატს საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენა სთხოვა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობიდან გედევან ფოფხაძის წასვლას ეხმაურება.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის უკვე შეხვდა გედევან ფოფხაძეს და გადაწყვეტილების შეცვლა სთხოვა.

პრემიერ-მინისტრი „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირების არსებობას უარყოფს და ამბობს, რომ იმ დემოკრატიის პირობებში, რომელიც მმართველ გუნდში არსებობს შეუძლებელია ყველა ერთ აზრზე იყოს.

კვირიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ფოფხაძე გადაწყვეტილებას შეცვლის და არ დატოვებს საპარლამენტო უმრავლესობას. "

„აბსოლუტურად ბუნებრივია ის პროცესები, რომელიც დღეს არის პარლამენტში და აზრთა სხვადასხვაობის პირობებში, რა თქმა უნდა იქნება აზრთა სხვადასხვაობაც.

შესაძლებელია და მე გული დამწყდება თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას, დიდი იმედი მაქვს, რომ არ დატოვებს უმრავლესობას, იმიტომ რომ შევხვდი მას და ვთხოვე არ დაეტოვებინა უმრავლესობა. ამ დემოკრატიის ხარისხის პირობებში უმრავლესობის ერთ ხმაზე ყოფნა გამორიცხულიცაა და არასასურველიცაა.

არანაირი განხეთქილება უმრავლესობაში არ არის. არის ძალიან დემოკრატიული პროცესი რომელიც არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და მონაპოვარი“-აცხადებს საქართველოს პრემიერი.

გუნდში დაპირისპირების არსებობას უარყოფს დედაქალაქის მერიც. კახი კალაძის თქმით, ამ ეტაპზე მმართველი გუნდი მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებზეა ორიენტირებული.

გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება, პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევის შემდეგ მიიღო. 

დღის ამბები