06 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
სირიაში ქიმიური შეტევის შემდეგ სამთავრობო ძალების ავიაბაზა დაიბომბა

სირიის ქალაქ დოუმაში განხორციელებული ქიმიური შეტევის შემდეგ, ჰომსში სამთავრობო ძალების ავიაბაზა დაიბომბა.

თავდაპირველად სირიის ხელისუფლებამ ავიაიერიშში შეერთებული შტატები დაადანაშაულა, თუმცა პენტაგონი ტიიასის აეროდრომის დაბომბვას კატეგორიულად უარყოფს. ვაშინგტონის შემდეგ იერიშთან კავშირი გამორიცხა საფრანგეთმაც.

დაბომბვას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია ისრაელი, თუმცა ისლამური დაჯგუფება "ჰეზბოლა" ირწმუნება, რომ შეტევა ჰომსზე სწორედ ისრაელის ავიაციამ მიიტანა. 
დოუმას ქიმიურ თავდასხმასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს 9 წევრი საგანგებო სხდომის ჩატარებას მოითხოვს.

ერთობლივი განცხადება გააკეთეს ემანუელ მაკრონმა და დონალდ ტრამპმა, რომლებიც სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ქიმიურ შეტევაზე მათი რეაგირება კოორდინირებული იქნება. რუსეთი კი დასავლეთს სერიოზული შედეგების შესახებ აფრთხილებს, თუ დიუმას დაბომბვას სირიაში შეჭრის საბაბად გამოიყენებს.

დღის ამბები