06 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
„ფეისბუქის“ სკანდალი - კრისტოფერ უაილი ეჭვობს, რომ მომხმარებლების პირადი ინფორმაცია რუსეთში ინახება

„ფეისბუქის“ სკანდალის მთავარი მამხილებელი არ გამორიცხავს, რომ 87 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემი რუსეთში ინახებოდეს.

ამის შესახებ საკონსულტაციო ფირმა "კემბრიჯ ანალიტიკის" თანადამფუძნებელმა კრისტოფერ უაილიმ NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ რუსი პროფესორი, რომელმაც მონაცემები მოიპოვა და შემდეგ კემბრიჯ ანალიტიკას მიჰყიდა, ხშირად მოგზაურობდა რუსეთიდან დიდ ბრიტანეთში და პირიქით. 

კრისტოფერ უაილი ინტერვიუში ასევე აცხადებს, რომ უკვე დაუკავშირდნენ საგამოძიებო უწყებებიდან და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

დღის ამბები