22 დეკემბერი 2024,   15:41
ვრცლად
მან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს... რელიგიური თემით სპეკულირებდა - კობახიძე გედევან ფოფხაძეზე საუბრობს

გედი ფოფხაძემ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს- ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძემ გედევან ფოფხაძის საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის ფაქტზე ისაუბრა. 

პარლამენტის თავმჯდომარე, ყოფილი თანაგუნდელის მიერ დასახელებულ მიზეზებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ გედევან ფოფხაძე რელიგიური თემით სპეკულირებდა.

„საპარლამენტო უმრავლესობა აგრძელებს მუშაობას. იყო რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევა, გადაცდომა, მათ შორის გედი ფოფხაძის შემთხვევას ვგულისხმობ. სამწუხაროდ, გედი ფოფხაძემ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს.

ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ასეთ თემებს განვიხილავთ და მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდება“- განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები