06 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
შავი ორშაბათი რუსეთში - აშშ-ს სანქციების გამო კრემლთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა ნახევარ დღეში 14 მილიარდი დოლარი დაკარგეს

შავი ორშაბათი რუსეთში - ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვისთვის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების გამო, კრემლთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა ნახევარ დღეში 14 მილიარდი დოლარი დაკარგეს.

მსოფლიოს ბირჟებზე რუსი ოლიგარქების კუთვნილი კომპანიების აქციების ფასი საგრძნობლად დაეცა.

სანქციების ამოქმედებიდან მესამე დღეს, დოლართან და ევროსთან მიმართებაში სწრაფი გაუფასურება დაიწყო რუსულმა რუბლმაც. შეზღუდვებს უკანონობის მასშტაბით უპრეცედენტო უკვე უწოდა პუტინის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

დიმიტრი მედვედევმა კი რუსეთის მთავრობას საპასუხო სანქციების მომზადება დაავალა.

შეერთებული შტატების პერსონალური სანქციების სიაში შვიდი რუსი ოლიგარქი მოხვდა. მათ გარდა, სანქციები 17 რუს მაღალჩინოსანს და 12 რუსულ კომპანიას დაუწესეს.

დღის ამბები