06 ოქტომბერი 2024,   04:39
ვრცლად
მარკ ცუკერბერგი​ "facebook"-ის მომხმარებლების პირადი მონაცემების გაჟონვის გამო ბოდიშს იხდის

მარკ ცუკერბერგი​ "facebook"-ის მომხმარებლების პირადი მონაცემების გაჟონვის გამო ბოდიშს იხდის.

კონგრესის წინაშე ჩვენების მიცემამდე ერთი დღით ადრე, კომპანიის დამფუძნებელმა წერილობით ჩვენებაში განაცხადა, რომ "facebook"-მა არ გააკეთა საკმარისი იმისთვის, რომ პირადი მონაცემები ბოროტად არ გამოეყენებინათ. მან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

საკონსულტაციო კომპანია „კემბრიჯ ანალიტიკა“-ს საქმიანობასთან დაკავშირებით, მარკ ცუკერბერგს კონგრესში დღეს დაკითხავენ. მოსმენები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები