06 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
იულია სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს

იულია სკრიპალმა საავადმყოფო დატოვა. ყოფილი რუსი აგენტის სერგეი სკრიპალის შვილი, რომელიც სოლსბერიში მამასთან ერთად მოწამლეს, კლინიკიდან უკვე გაწერეს.

მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. "BBC"-ის ინფორმაციით, იულია სკრიპალი სპეცსამსახურებმა საავადმყოფოდან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.

გრუს ყოფილი აგენტი და მისი შვილი, სოლსბერიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებით 4 მარტს მოწამლეს.

27 მარტს ერთ თვიანი კომის შემდეგ სერგეი სკრიპალის შვილი გონს მოვიდა და ექიმებთან კომუნიკაცია შეძლო. ამ დროისთვის უცნობია დაკითხა თუ არა ის გამოძიებამ.

დღის ამბები