06 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
რუსეთის შეიარაღებული ძალები ევროპისა და აზიის საზღვრებთან მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს გადიან

რუსეთის შეიარაღებული ძალები ევროპისა და აზიის საზღვრებთან მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს გადიან. სამხედრო მანევრები რუსეთის გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ბელარუსში, ბალტიის ზღვაში და წყნარ ოკეანეში მიმდინარეობს.

სწავლებებში რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის ქვედანაყოფი მონაწილეობს. სამხედროები უახლესი შეიარაღების, მძიმე ტექნიკის, არტილერიის, ავიაციის და საჰაერო-სარაკეტო სისტემების გამოყენებაში ვარჯიშობენ.

ბალტიის ზღვაში კი საზღვაო ძალების წვრთნები ჩატარდა. სწავლების პერიოდში რუსმა სამხედროებმა სარაკეტო სისტემები გამოსცადეს.

დღის ამბები