06 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვს შეხვდა

"ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ურთიერთობების გაძლიერება ესაჭიროება," - ამის შესახებ ჩრდილო კორეის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა.

ფხენიანის რეჟიმის პირველმა დიპლომატმა მოლაპარაკებები სერგეი ლავროვთან გამართა. განხილვის მთავარი თემა კი ჩრდილო კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების ირგვლივ რეგიონში არსებული დაძაბული ვითარება იყო.

ჩრდილოეთ კორეა 27 აპრილისთვის ემზადება. ფხენიანის ლიდერი, კიმ ჩენ ინი, საზღვარზე სამხრეთ კორეის პრეზიდენტს შეხვდება.

მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში კი ფხენიანის ლიდერთან მოლაპარაკების დაწყებას დონალდ ტრამპი გეგმავს.

დღის ამბები