06 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
ქიმიური თავდასხმა სირიაში - გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას რუსეთმა ვეტო დაადო

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, სირიაში ქიმიური თავდასხმის გამოძიებისთვის ახალი მექანიზმები შექმნასთან დაკავშირებით, რუსეთმა ვეტო დაადო.

დამოუკიდებელი მისიის შექმნას, რომელიც 7 აპრილს, ქალაქ დუმაში მომხდარი ქიმიური შეტევის ფაქტს გამოიძიებდა, შეერთებული შტატები ითხოვდა.

დოკუმენტს მხარი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებიდან უმრავლესობამ დაუჭირა, თუმცა რეზოლუციის მიღება რუსეთის მიერ დადებული ვეტოს გამო არ შედგა.

თავის მხრივ მოსკოვის მიერ წარმოდგენილმა რეზოლუციამ, უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. აშშ-ს რეზოლუციის ჩავარდნის გამო მსოფლიო ლიდერებმა უკმაყოფილება უკვე გამოთქვეს.

დღის ამბები