06 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
"ფეისბუქი" მუდმივ ბრძოლას აწარმოებს რუსული საინფორმაციო კამპანიების წინააღმდეგ - ცუკერბერგი

"ფეისბუქი" მუდმივ ბრძოლას აწარმოებს რუსული საინფორმაციო კამპანიების წინააღმდეგ, რათა სოციალური ქსელის ბოროტად გამოყენების საშუალება არ მისცეს, - განცხადება ამის შესახებ მარკ ცუკერბერგმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე გააკეთა.

მან კომპანიის მიერ რუსეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობებზე დაგვიანებული რეაქციის გამო ბოდიში მოიხადა.

ცუკერბერგმა აღიარა, რომ 2015 წელს, როცა მათ „კემბრიჯ ანალიტიკის“ მიერ სოციალური ქსელის მომხმარებლების მონაცემთა მითვისების შესახებ შეიტყვეს, მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ გაუსაჯაროებიათ.

მან უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და იმ აპლიკაციების შემოწმების პირობა დადო, რომლებსაც მომხმარებლების პირად მონაცემებთან აქვს წვდომა.

დღის ამბები