06 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
აზერბაიჯანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია

აზერბაიჯანში დღეს პრეზიდენტს ირჩევენ. 2016 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, წელს პირველად აზერბაიჯანის მოსახლეობა აირჩევს ლიდერს, რომელიც ქვეყანას მომდევნო 7 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

პრეზიდენტის პოსტისთვის 7 კანდიდატი, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი, 56 წლის ილჰამ ალიევიც იბრძვის. დიდი ალბათობით, სწორედ მას აირჩევენ და ეს მისი მეოთხე ვადა იქნება.

ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. პარტიების განცხადებით, მათ გადაწყვეტილება რეალური პოლიტიკური კონკურენციისა და დამოუკიდებელი მედიის არარსებობის გამო მიიღეს.

დღის ამბები