06 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
სარაკეტო იერიშები სირიაში - ავიაციის უსაფრთხოების ევროპულმა სააგენტომ ავიაკომპანიებს ფრენების მიმართულების გადახედვისკენ მოუწოდა

სირიაზე სარაკეტო იერიშების შესაძლო განხორციელების მიზეზით, ავიაციის უსაფრთხოების ევროპულმა სააგენტომ ავიაკომპანიებს ფრენების მიმართულების გადახედვისკენ მოუწოდა.

სააგენტო მომდევნო 72 საათის განმავლობაში კომპანიებს ურჩევს თვალი ადევნონ ოპერატიულ ინფორმაციას და ფრენების მიმართულება მოვლენების განვითარების გათვალისწინების დაგეგმონ.

ანალოგიური გაფრთხილება რუსულ ""როს-ავიაციამაც"" გაავრცელა. პარალელურად, მსოფლიო ლიდერები სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების გამო საპასუხო ზომებზე მსჯელობენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საპასუხო ზომებთან დაკავშირებით საფრანგეთი, დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებთან ერთად უახლოეს დღეებში მიიღებს.

სირიაში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა საუდის არაბეთმაც.

დღის ამბები