06 ოქტომბერი 2024,   04:39
ვრცლად
რუსეთი სირიის მიმართულებით გაშვებული ამერიკული რაკეტების ჩამოგდებით იმუქრება

რუსეთი სირიის მიმართულებით გაშვებული ამერიკული რაკეტების ჩამოგდებით იმუქრება. განცხადება ლიბანში რუსეთის ელჩმა ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ალექსანდრე ზასიპკინი ამბობს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ნებისმიერ ჭურვს ჩამოაგდებენ და იმ ტერიტორიასაც დაბომბავენ, საიდანაც ამერიკელები იერიშს განახორციელებენ. დუმაში მომხდარი ქიმიური შეტევის გამო ვაშინგტონი ევროპელ პარტნიორებთან ერთად საპასუხო ნაბიჯზე მსჯელობს. განიხილება სამხედრო ზომებიც, თუმცა რას მოიმოქმედებს დასავლეთი ამ დროისთვის უცნობია.

შესაძლო იერიშების გამო ავიაციის უსაფრთხოების ევროპულმა სააგენტომ, ავიაკომპანიებს ფრენების მიმართულების გადახედვისკენ უკვე მოუწოდა.

სააგენტო, მომდევნო 72 საათის განმავლობაში, კომპანიებს ურჩევს თვალი ადევნონ ოპერატიულ ინფორმაციას და ფრენების მიმართულება მოვლენების განვითარების გათვალისწინებით დაგეგმონ. ანალოგიური გაფრთხილება რუსულმა ”როს-ავიაციამაც” გაავრცელა. 

დღის ამბები