06 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
„მოემზადეთ ამერიკული რაკეტები აუცილებლად გამოფრინდება სირიაში“ - დონალდ ტრამპი რუსეთს მიმართავს

დონალდ ტრამპი რუსეთს აფრთხილებს და სირიაში ამერიკული რაკეტების გაშვებით ემუქრება. განცხადება, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

„მოემზადეთ ამერიკული რაკეტები აუცილებლად გამოფრინდება სირიაში“ - წერს ტრამპი.

დონალდ ტრამპის კომენტარს წინ უძღოდა ლიბანში რუსეთის ელჩის განცხადება. ალექსანდრე ზასიპკინის თქმით, შეიარაღებული ძალები სირიის მიმართულებით გასროლილ ნებისმიერ ჭურვს ჩამოაგდებენ და იმ ტერიტორიასაც დაბომბავენ, საიდანაც ამერიკელები იერიშს განახორციელებენ. 

დუმაში მომხდარი ქიმიური შეტევის საპასუხო ზომებზე ვაშინგტონი ევროპელ პარტნიორებთან ერთად ბოლო კონსულტაციებს მართავს.

მოსალოდნელი ავიადარტყმების გამო ავიაციის უსაფრთხოების ევროპულმა სააგენტომ, ავიაკომპანიებს ფრენების მიმართულების გადახედვისკენ მოუწოდა.

დღის ამბები